უკან დაბრუნება

პლატფორმა QuickShipper-ის სპეციალური შეთავაზება ტერაბანკის ბიზნესკლიენტებისთვის

სიახლეები 24 მარტი 2023

ონლაინშეკვეთების სამართავი პლატფორმა QuickShipper ტერაბანკთან თანამშრომლობას იწყებს და მის ბიზნესკლიენტებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. 

თანამშრომლობის ფარგლებში, ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს, რომლებსაც საკუთარი კურიერები არ ჰყავთ, ან ჰყავთ, თუმცა მათთვის ოპტიმალური მარშრუტების შერჩევა და მომხმარებლებისთვის შეკვეთების ხარისხიანი მიწოდება სურთ, საშუალება აქვთ, QuickShipper-ის სერვისით ისარგებლონ და კომპანიის მომსახურება სპეციალური პირობებით მიიღონ. 

კერძოდ, ტერაბანკის ბიზნესკლიენტები, რომლებიც QuickShipper-ის გარე საკურიერო მომსახურებით ისარგებლებენ, პირველ 3 შეკვეთას სრულიად უფასოდ განათავსებენ. ისინი არც პლატფორმის საკომისიოს თანხას გადაიხდიან და არც საკურიერო კომპანიისას.  ბიზნესკლიენტები კი, რომლებიც QuickShipper-ის პლატფორმას საკუთარი კურიერების სამართავად გამოიყენებენ, სერვისით 1 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

QuickShipper ბიზნესს სხვადასხვა საკურიერო კომპანიის რესურსსა და მათგან სასურველი ვარიანტის შერჩევას სთავაზობს, მარშრუტებს ეფექტიანი თანმიმდევრობით გეგმავს, შეკვეთებს მითითებულ მისამართებზე მინიმალურ დროსა და მანძილში ანაწილებს, ბიზნესს სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით დეტალურ ანალიზსაც აწვდის და შედეგად, კურიერების მართვასა და მიწოდების ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება. ამას გარდა, QuickShipper-ის დახმარებით, მომხმარებლებს შეკვეთის დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება რუკაზე, რეალურ დროში შეუძლიათ. სურვილის შემთხვევაში, აპლიკაცია მათთან ბრენდირებული კომუნიკაციის წარმართვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. 

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ბიზნეს ბანკირს.

პლატფორმის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ: https://qshpr.com/

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი