ამიერიდან ფოთში მომხმარებლებს ტერაბანკის განახლებული, თანამედროვე და კომფორტული ფილიალი მოემსახურება.
ფილიალი აღმაშენებლის N17-ში 20 მარტს გაიხსნა და მან ძუკუ ლოლუას ქუჩაზე მდებარე დროებითი ფილიალი ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ იგი დაინტერესებულ პირებს სრული საბანკო სერვისებით უზრუნველყოფს. ამასთან, აქ მისულ მომხმარებლებს მყუდრო გარემო, განსაკუთრებული სივრცე, მეგობრული და უშუალო პერსონალი, მათზე მორგებული პროდუქტები და შეთავაზებები ხვდებათ.
ტერაბანკისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ქსელის განახლება და გაფართოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.
ფოთის ფილიალი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იღებს.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.