ტერაბანკი აგრძელებს ბიზნესკლიენტების საქმიანობის მხარდასაჭერი ვებინარების სერიას.
ვებინარს - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ბოსტაშვილი, გაუძღვა. ვებინარის მონაწილეებთან ერთად ლაშა ბოსტაშვილმა დაფინანსების შესაძლებლობები და ბიზნესის მხარდასაჭერი სახელმწიფო პროგრამები განიხილა, ხოლო ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბექა ბიბილაშვილმა, ტერაბანკისა ახალი პროდუქტის - Start Up სესხის შესახებ ისაუბრა.
ვებინარის ბოლოს სპიკერებმა მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.
ტერაბანკი მომავალშიც განაგრძობს ვებინარების სერიას და მომხმარებლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.