ტერაბანკის მომხმარებლებს, რომლებსაც დეველოპერული კომპანიებისგან უძრავი ქონების შეძენა სურთ, სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტით – იპოთეკური ლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ.
იპოთეკური ლიზინგი დამატებითი ხელსაყრელი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სასურველი უძრავი ქონების შესაძენად საჭირო შემოსავალი აქვთ, მაგრამ დამატებითი უზრუნველყოფის ან თანამონაწილეობისთვის საჭირო თანხის სრულად წარდგენას ვერ ახერხებენ. ინოვაციური პროდუქტი მიმზიდველ პირობებთან ერთად, დაცულობის მაღალ ხარისხსაც აერთიანებს.
იპოთეკური ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ლარში აქტივის ღირებულების მინიმუმ 5%-ს, უცხოურ ვალუტაში კი 10%-ს წარადგენს, მისთვის სასურველ ქონებას დეველოპერისგან სალიზინგო კომპანია შეიძენს და შესაბამისი ხელშეკრულებით მომხმარებელს გადასცემს. ყოველთვიური გადახდებით ლიზინგის დავალიანების შემცირებისა და თანამონაწილეობის თანხის შესაბამისი ოდენობით შეგროვების შემდეგ დაფინანსება სტანდარტული იპოთეკური სესხით გაგრძელდება.
ინოვაციური იპოთეკური ლიზინგით სარგებლობა ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.