უკან დაბრუნება

Start Up ბიზნეს სესხი

სიახლეები 09 მარტი 2023

მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან წარმოების, ტურიზმის, მედიცინისა თუ განათლების სფეროში ბიზნეს საქმიანობის წამოწყებით ან/და არსებულის განვითარებით, ტერაბანკი ახალ პროგრამას Start Up ბიზნეს სესხი სთავაზობს. 

პროგრამის ფარგლებში, სესხის თანხა 50,000 ლარიდან 300,000 ლარამდეა განსაზღვრული, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კი უზრუნველყოფს როგორც პროცენტის ნაწილობრივ სუბსიდირებას, ასევე სესხისთვის წარსადგენ უზრუნველყოფაში 80%-მდე თანამონაწილეობას. ამასთანავე, მნიშნელოვანია  რომ სესხი გაიცემა მხოლოდ სამომავლო შემოსავლების გათვალისწინებით, რაც დამატებითი ბენეფიტია როგორც მიკრო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. 

პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ტერაბანკის არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს, თუმცა თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს, როგორც ტერაბანკის მოთხოვნები, ასევე,სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები.

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი