უკან დაბრუნება

აიღე დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი ინტერნეტბანკით

სიახლეები 25 იანვარი 2023

მომხმარებლებს, რომლებსაც ტერაბანკში ვადიანი ტიპის ანაბარი აქვთ გახსნილი, ამიერიდან დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის აღება პირდაპირ ინტერნეტბანკში შეუძლიათ. 

პროდუქტის პირობების მიხედვით, ნებისმიერ მათგანს საშუალება აქვს, დაფინანსება ანაბრის დარღვევისა და, ამავდროულად, სარგებლის დაკარგვის გარეშე მიიღოს. 

დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მომხმარებელი გადახდის მეთოდსაც თავად ირჩევს: მას შეუძლია, სესხი სასურველი გრაფიკით, ყოველთვიურად, ან ვადის ბოლოს, ანაბრის თანხიდან დაფაროს. 

პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებსაც ტერაბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატი, ან ვადიანი თუ ზრდადი ანაბარი აქვთ გახსნილი და, ამავდროულად, ინტერნეტბანკითაც სარგებლობენ. 

დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი ლარში, აშშ დოლარსა და ევროში გაიცემა, მისი ვადა კი ანაბრის ვადის შესაბამისად განისაზღვრება.

დეტალური ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3XxA2Wa

სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
ბარათები
ბარათები
მეტი