Mastercard-მა ტერაბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს კიდევ ერთი ახალი შეთავაზება ამჯერად „პური გულიანთან“ პარტნიორობით მოუმზადა.
25 დეკემბრიდან ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, წამახალისებელი აქციით ისარგებლოს, ეწვიოს „პური გულიანს“ და ცხელი შოკოლადის ან გლინტვაინის შეძენისას, ტერაბანკის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, საჩუქრად ერთი ცხელი შოკოლადი ან ერთი გლინტვაინიც მიიღოს. მომხმარებელი დამატებით სასმელს საკუთარი სურვილით ირჩევს.
შეთავაზებით სარგებლობა 15 იანვრამდე, „პური გულიანის“ ზაარბრუკენის მოედანზე მდებარე ფილიალშია შესაძლებელი.
ვებსაიტი იყენებს "მზა ჩანაწერებს". დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: Cookie პოლიტიკა.