იპოთეკური სესხი "გადადი ახალ ბინაში" გაძლევს შესაძლელობას, შეიძინო ახალი ბინა ან სახლი ძველის სანაცვლოდ. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ორი პარალელური — დროებითი და ძირითადი სესხების ერთდროულად გაცემაა.
- დროებითი სესხის დამტკიცება შესაძლებელია შემოსავლების შესწავლის გარეშე და უნდა დაიფაროს ძველი ბინის/სახლის რეალიზაციით მიღებული თანხით, შეთანხმებულ ვადაში.
- ძირითადი სესხი გაიცემა შემოსავლების შესწავლის საფუძველზე და მის ფარგლებში მოქმედებს სტანდარტული იპოთეკური სესხის პირობები.
პროდუქტის დახმარებით უძრავი ქონების შეძენას როგორც სამშენებლო კომპანიისგან, ისე ფიზიკური პირისგან შეძლებ.
სესხის პირობები
* იგულიხმება, მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო უძრავი ქონება
** ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 100 000 ერთეულზე
400 000 ლარზე ნაკლები სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია).
უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი სესხის ვალუტაშია, სესხის ვადა შეადგენს არაუმეტეს 15 წელს.
უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის ვადა შეადგენს არაუმეტეს 10 წელს.
2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის რეფინანსირებისას, თუ სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 15 წელი.
უზრუნველყოფის რეგისტრაციის/შეწყვეტის საფასური იხილე ბმულზე.
სესხი მიბმულია შემდეგ ინდექსებზე:
- ლარი - თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი - TIBR 1M
- აშშ დოლარი - Term SOFR
- ევრო - Euribor
როგორ მოვითხოვო სესხი?
დაგვირეკე ან მოგვწერე:
- T: 032 255 00 00
- ელ. ფოსტა: info@terabank.ge
გამოთვალე ძირითადი სესხის პირობები
ხელფასი, დანამატი, ბონუსი, პრემია, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი ან შემოსავალი რეპეტიტორის, სტომატოლოგის, დალაქის, ძიძის, მკერავისა და ტაქსის მძღოლის და სხვა კერძო საქმიანობებიდან.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯისა და ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.
20 წელი.
თანამსესხებლად შესაძლებელია ოჯახის წევრის დარეგისტრირება.
სესხის ვადაგადაცილებისას ირიცხება პირგასამტეხლო: 20 ლარი/ 6 აშშ დოლარი/ 4 ევრო − პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შემდეგ კი ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა).