პროექტი "აწარმოე საქართველოში"

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „ბიზნეს უნივერსალი“. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით. 


პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა (იურიდიული პირებისთვის), ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებითდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 

 

სესხის ვალუტა

გაიცემა მხოლოდ ლარში

ვადა

მაქს. 180 თვე

გაცემის საკომისიო

0.2%

სახელმწიფო სუბსიდია

ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%

პროცენტის სუბსიდიის ვადა

სესხის სრული ვადით

მიზნობრიობა

ძირითადი საშუალებები - 50%/ საბრუნავი საშუალებები - 50%

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსირდება შემდეგი მიმართულებები:

 

  • შესაფუთი მასალების, მათ შორის, მუყაოს, გოფრირებული ტარის წარმოება
  • სამშენებლო მასალების, მათ შორის, კერამიკული ნაწარმის, მარმარილოს, გრანიტისა და სხვა ბუნებრივი ქვების წარმოება
  • საფეიქრო ნაწარმის,  მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძაფის (შალი, აბრეშუმი) წარმოება და ტყავის გადამუშავება
  • ქიმიური, მათ შორის, სარეცხი საშუალებების, აქტიური ორგანული ნივთიერებებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება
  • ფარმაცევტული წარმოება
  • ელექტროტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება
  • პლასტმასის წარმოება
  • ხის გადამუშავება და ავეჯის, მდფ-ის, დსპ-ს წარმოება
  • მანქანათმშენებლობა, მათ შორის, სათადარიგო ნაწილების წარმოება
  • ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
  • სასტუმრო ინდუსტრია
  • განათლება
  • ჯანდაცვა
  • სარესტორნო ბიზნესი

 


 

 

 

 

განაცხადის ფორმა

Security Code