უნივერსალური ანაბრის პირობები
-
ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ანაბრიდან მაქსიმუმ ერთხელ თანხის გატანის შემთხვევაში, გაუმჯობესებული პირობები
-
თანხის დამატების და ასევე გატანის შეუზღუდავი შესაძლებლობა
-
არ მოითხოვება სავალდებულო ყოველთვიური შენატანი
-
ანაბარზე სტატიკური (უცვლელი) ნაშთის არსებობის შემთხვევაში მეტი სარგებელის მიღების შესაძლებლობა
-
ანაბრიდან 2-ჯერ ან მეტჯერ თანხის გატანის (დებეტური) ოპერაციის შემთხვევაში გარანტირებული მისაღები საპროცენტო სარგებელი
-
მოქნილი პერიოდულობით (ყოველთვიურად) საპროცენტო სარგებელის მიღების შესაძლებლობა
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა
დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ელექტრონული ფოსტით, ინტერნეტბანკით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში ან სათავო ოფისში, ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
უნივერსალური ანაბრის საპროცენტო განაკვეთები
ანაბრის ვალუტა | ნომინალური | ეფექტური* |
---|---|---|
ლარი | 4.50 % | 4.39% |
დოლარი | 0.85% | -2.95% |
ევრო | 0.50% | -3.29% |
*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია ანაბარზე 10 000 ერთეულის განთავსების პირობით
იურიდიული პირის შემნახველი ანაბრის ხელშეკრულების დრაფტი იხილეთ ბმულზე.
ანაბრის გახსნა შეუძლია როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ იურიდიულ პირს
სარგებლის გატანას შეძლებ ნებისმიერ სასურველ მომენტში
უნივერსალური ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებ შეუზღუდავ წვდომას დეპოზიტზე და გაუმჯობესებულ საპროცენტო სარგებელს