უგირავნო ბიზნეს სესხი

უგირავნო ბიზნეს სესხი ტერაბანკის პროდუქტია, რომელზეც საკრედიტო საგარანტიო სქემა ვრცელდება. მისი მიზანია:

  • მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
  • თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა
   

უგირავნო ბიზნეს სესხი

ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, თუმცა პრიორიტეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ:

  • მეწარმე ქალები;
  • ახალგაზრდა მეწარმეები;
  • სტარტაპები;
  • მეწარმეები, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავენ;
  • იურიდიული პირები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი ბიზნეს ოვერდრაფტით სარგებლობა სურთ.

სესხის პირობები

მინიმალური ოდენობა   500₾
მაქსიმალური ოდენობა   390 000₾
მიზნობრიობა   საბრუნავი ან ძირითადი საშუალებების, ან ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება

უგირავნო ბიზნეს სესხი შესაძლებელია გაიცეს სხვა საკრედიტო პროდუქტთან ერთად, ან სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით.

უგირავნო ბიზნეს სესხი გაიცემა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს ფარგლებში. პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იგი ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

უგირავნო ბიზნეს სესხის პროდუქტები

უგირავნო ბიზნეს სესხი მეწარმე ქალებისთვის

არსებული შემოსავლების საფუძველზე სესხი გაიცემა:

  • ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
  • იურიდიულ პირზე, რომლის დირექტორი ან 50%-ზე მეტი წილის მფლობელი პარტნიორი ქალია. 

უგირავნო ბიზნეს სესხი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის

არსებული შემოსავლების საფუძველზე სესხი გაიცემა: ფიზიკურ პირზე ან ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომლის ასაკიც მაქსიმუმ 35 წელია; იურიდიულ პირზე, რომლის დამფუძნებლის ან დირექტორის ასაკი მაქსიმუმ 35 წელია. 

Start Up სესხი

Start Up სესხით სარგებლობისთვის არსებული შემოსავალი სავალდებულო არ არის. მისი დამტკიცება მომხმარებელს მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლებზე დაყრდნობითაც შეუძლია. 

უგირავნო ბიზნეს ოვერდრაფტი იურიდიული პირისთვის

არაუზრუნველყოფილი ბიზნეს ოვერდრაფტი იურიდიულ პირებზე მხოლოდ საბანკო ბრუნვებზე დაყრდნობით გაიცემა.

ბიზნეს ეკო სესხი

ბიზნეს ეკო სესხი გაიცემა არსებული შემოსავლების საფუძველზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე ან ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომლის ინვესტიციები ემსახურება: 

  • ენერგიის დაზოგვას;
  • განახლებადი ენერგიების მიღებას;
  • გარემოზე დადებით ზეგავლენასა და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვას;
  • ენერგოეფექტური მოწყობილობების ან განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას;
  • ენერგოეფექტური პროდუქციის ან განახლებადი ენერგიის მისაღებად საჭირო ტექნოლოგიების წარმოებასა და ასეთი ტექნოლოგიებით ვაჭრობას.

სხვა სესხები

ძირითადი საშუალებების ფინანსირება

ძირითადი საშუალებების ფინანსირება

გაზარდე შენი ბიზნესი ტერაბანკის პროდუქტის დახმარებით.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება

დაიფინანსე ბიზნესი და გახადე შენი საქმიანობა უფრო მოქნილი.

ბიზნესოვერდრაფტი

ბიზნესოვერდრაფტი

გააუმჯობესე შენი ბიზნესის ლიკვიდურობა ბიზნესოვერდრაფტის საშუალებით.

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

აიღე სესხი შეღავათიანი პირობებით და შეინარჩუნე დეპოზიტზე მაღალი სარგებელი.

მოკლევადიანი ბიზნეს სესხი

მოკლევადიანი ბიზნეს სესხი

მოკლევადიანი ბიზნეს სესხი ერთჯერადი ოპერაციებისა და ინვესტიციებისთვის.

საკრედიტო ხაზი

საკრედიტო ხაზი

მიიღე საკრედიტო ხაზი წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით შენი ბიზნესის დასაფინანსებლად.

შეთავაზება ქალი მეწარმეებისთვის

შეთავაზება ქალი მეწარმეებისთვის

მიიღე განსაკუთრებული შეღავათიანი პირობები საკრედიტო თუ არასაკრედიტო მომსახურებაზე.

სამომხმარებლო სესხი ბიზნესის მფლობელთათვის

სამომხმარებლო სესხი ბიზნესის მფლობელთათვის

ისარგებლე სამომხმარებლო სესხით სხვადასხვა მიზნობრიობით.

უგირავნო ბიზნეს სესხი

უგირავნო ბიზნეს სესხი

დაიწყე შენი ბიზნესი, ან გააფართოვე უკვე არსებული საქმიანობა.

Start-up აგრო სესხი

Start-up აგრო სესხი

შეღავათიანი სესხი დამწყები აგრო მეწარმეებისთვის.

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტი

შენი აგროწარმოების ხელშეწყობისთვის.

იპოთეკური სესხი ბიზნესის მფლობელებისთვის

იპოთეკური სესხი ბიზნესის მფლობელებისთვის

ისარგებლე იპოთეკური სესხით სასურველი ფართის ან მიწის შესაძენად.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
სერვისები
სერვისები
მეტი