ტერაბანკის დისტანციური არხები იურიდიული პირებისთვის:
იურიდიული პირების ინტერნეტბანკის დახმარებით მარტივად შეძლებ, როგორც საბანკო ოპერაციების შესრულებას, ისე უფლებამოსილი პირების პროფაილების მართვას. ინტერნეტბანკში ინტეგრირებული მომხმარებლების მართვისა და უფლებათა დონეების ფუნქციის მეშვეობით თავად მართავ საჭირო უფლებებს: ჩართავ ან გამორთავ წვდომას თანამშრომლებისთვის. მარტივი ნავიგაციის დახმარებით კი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გესაჭიროება, ინტერნეტბანკის მთავარ გვერდზე დაგხვდება.
ტერაბანკის SMS მომსახურებით სარგებლობისას მუდმივად გაქვს ინფორმაცია ბანკში მიმდინარე სიახლეების, ფილიალების მუშაობის განრიგისა და იმ საბანკო ოპერაციების შესახებ, რომლებიც პირადად გიკავშირდება. SMS მომსახურებით ინფორმაციას მიიღებ:
- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ან ჩამოჭრის შესახებ;
- ანგარიშზე დარჩენილი თანხის შესახებ;
- უარყოფილი ან გაუქმებული ოპერაციების შესახებ;
- ბანკომატიდან განაღდებული თანხის შესახებ.
დაუკავშირდი ტერაბანკის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ნებისმიერ დროს და მიიღე სასურველი ინფორმაცია თუ მომსახურება ჩვენი ოპერატორების დახმარებით:
- შეამოწმე ანგარიშზე არსებული თანხა;
- შეამოწმე მიმდინარე და საბარათე ანგარიშებზე არსებული ბრუნვა;
- მიიღე ანაბრის ვადისა და თანხის შესახებ ინფორმაცია;
- მიიღე სესხებთან და გადახდის გრაფიკთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- გაიგე მიმდინარე აქციებსა და პირობებზე;
- მიიღე რჩევები საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
- გადაიტანე საკუთარ ანგარიშებს შორის თანხა;
- გადაიხადე კომუნალური გადასახადები;
- განახორციელე უნაღდო კონვერტაცია;
- დაბლოკე ან გააქტიურე ბარათი;
- გააქტიურე SMS მომსახურება;
- გააქტიურე საბარათე უსაფრთხოების სერვისი;
- გააგზავნე ანგარიშის რეკვიზიტები.
სერვისები
მიმდინარე ანგარიშის გახსნა
ისარგებლე საბანკო ოპერაციების სრული პაკეტით ნებისმიერ ვალუტაში.
საინკასაციო მომსახურება
ისარგებლე თანხის და ძვირფასი ნივთების უსაფრთხო ტრანსპორტირების სერვისით.
ნომინალური მფლობელობის ანგარიში
დაიცავი კლიენტების ინტერესები და დააზღვიე მათი გარიგებები.