სავაჭრო ოპერაციები

საბანკო გარანტია

საბანკო გარანტია

დააზღვიე შენი ბიზნესის რისკები ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო გარანტიების მეშვეობით.

საბანკო გარანტიით ბანკი იღებს გამოუთხოვად წერილობით ვალდებულებას, გადაუხადოს ბენეფიციარს საგარანტიო წერილში მითითებული თანხა ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე.

 

გავრცელებული ფორმები:

  • სატენდერო გარანტია;
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია;
  • საავანსო გადახდის გარანტია;
  • გადახდის გარანტია;
  • აუქციონის გარანტია;
  • საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია (ყოფილი საბაჟო);
  • ხარისხის/დეფექტების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

მეტი კომფორტისთვის, მოიძიე შენთვის გაცემული საბანკო გარანტია ან ბანკიდან გაცემული ცნობა ტერაბანკის საძიებო სისტემაში.

დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივი აადვილებს საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდას და შესაძლებელს ხდის საერთაშორისო ოპერაციების ეფექტურად წარმოებას.

დოკუმენტური აკრედიტივი არის მყიდველის დავალებით ბანკის მიერ გაცემული წერილობითი ვალდებულება, გადაუხადოს გამყიდველს საქონლის ან მომსახურების განსაზღვრული თანხა აკრედიტივის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საპირისპიროდ.

დოკუმენტური აკრედიტივი გამოიყენება ორივე მხარისთვის – ექსპორტიორისა (გამყიდველი) და იმპორტიორისთვის (მყიდველი).

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო ანგარიშსწორების ფორმაა, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში. ძირითადად გამოიყენება, როდესაც ექსპორტიორი და იმპორტიორი ენდობიან ერთმანეთს და  მყიდველის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციაა. დოკუმენტური ინკასოს პირობები შესაძლოა ითვალისწინებდეს დოკუმენტებს გადახდის საპირისპიროდ და დოკუმენტებს - აქცეპტის საპირისპიროდ.

ბანკის ვალდებულებას არ წარმოადგენს დოკუმენტების შემოწმება და ის არ მონაწილეობს ძირითად გარიგებაში.

დოკუმენტური ინკასო გამოიყენება ორივე მხარისთვის – ექსპორტიორისა (გამყიდველი) და იმპორტიორისთვის (მყიდველი).

საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთი

  • თანხით უზრუნველყოფის შემთხვევაში - 2%-დან;

  • სხვა აქტივებით უზრუნველყოფის შემთხვევაში - 3.5%-დან;

  • გაცემის საკომისიო - 0%-დან;

  • ვადაზე ადრე გაუქმების საკომისიო - 50 ერთეულიდან შესაბამის ვალუტაში;

  • ცვლილების საკომისიო - 50 ერთეულიდან შესაბამის ვალუტაში;

  • მოთხოვნის დაკმაყოფილების საკომისიო - გადასახდელი თანხის 0.15% (მინ. 50 ერთეულიდან შესაბამის ვალუტაში);

  • ელ. გარანტიის რეგისტრაციის საკომისიო - 10.50 ლარი.

 

უზრუნველყოფის რეგისტრაციის/შეწყვეტის საფასური იხილე ბმულზე.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები
სესხები
სესხები
ანაბრები
ანაბრები
სერვისები
სერვისები
მეტი