სპოტ ოპერაციები
-
სპოტი არის გარიგება, რომელიც ხდება იმავდროული ვალუტირებით, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება გარკვეული პერიოდის , როგორც წესი ერთი ან ორი დღის შემდეგ;
-
სპოტ გარიგება კლიენტის მიერ გამოიყენება ვალუტის უმოკლეს ვადაში შეძენის მიზნით.
ფორვარდული ოპერაციები
-
ფორვარდული ოპერაცია არის გარიგება ბანკსა და კლიენტს შორის, რომელიც გულისხმობს კონვერტაციის შესრულებას მომავალში, წინასწარ დადგენილ თარიღსა და გაცვლით კურსში;
-
სავალუტო ფორვარდი შეიძლება გამოიყენონ კომპანიებმა, რომლებსაც შემოსავლები და ვალდებულებები აქვთ სხვადასხვა ვალუტაში. ფორვარდული ოპერაცია კლიენტს ეხმარება დაეზღვიოს სავალუტო რისკებისგან და წინასწარ დაადგინოს სამომავლო გაცვლითი კურსი.
სვოპ ოპერაციები
-
სავალუტო სვოპი წარმოადგენს ბანკსა და კლიენტს შორის ვალუტის ყიდვის და შემდგომ უკან გაყიდვის ოპერაციას ერთი და იგივე თანხებით, რომლის ვალუტირების თარიღი და გაცვლითი კურსი დგინდება წინასწარ გარიგების დადებისას;
-
სავალუტო სვოპი შეიძლება გამოიყენონ კომპანიებმა, რომლებიც ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ფულადი სახსრები და შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში;
-
სავალუტო სვოპი ეხმარება კლიენტს თავიდან აიცილოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკი. სვოპ კონტრაქტი საშუალებას აძლევს კლიენტს შეიძინოს ლარი და გარიგების დადებისას წინასწარ დააფიქსიროს უცხოური ვალუტის შეძენის სამომავლო გაცვლითი კურსი.
სერვისები

საინკასაციო მომსახურება
ისარგებლე თანხის და ძვირფასი ნივთების უსაფრთხო ტრანსპორტირების სერვისით.






ნომინალური მფლობელობის ანგარიში
დაიცავი კლიენტების ინტერესები და დააზღვიე მათი გარიგებები.

მიმდინარე ანგარიშის გახსნა
ისარგებლე საბანკო ოპერაციების სრული პაკეტით ნებისმიერ ვალუტაში.



