უკან დაბრუნება

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად - 📍 რაჭა, ნიკორწმინდა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ამჯერად რაჭას, კერძოდ, სოფელ ნიკორწმინდას ვეწვიეთ და ჩვენს ბიზნესკლიენტს - კოტეჯ "მანუსკრიპტს" ვესტუმრეთ.

კოტეჯი 1 წელია, რაც ფუნქციონირებს, თუმცა რეგიონში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. კოტეჯის სივრცე გათვლილია 4 ვიზიტორზე, რომლებიც დასვენებას მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ.

რაჭა არა მხოლოდ ულამაზესი ბუნებით, არამედ მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა. სწორედ ამ უნიკალური გარემოს ნაწილია კოტეჯი „მანუსკრიპტი“, რომელიც ნიკორწმინდის ტაძართან და შაორის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ეს ადგილმდებარეობა მას მიმზიდველ არჩევანად აქცევს როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.

კოტეჯის მეპატრონის, თამარ გაბადაძის, თქმით, კოტეჯის მშენებლობის პროცესი არაერთ სირთულესთან იყო დაკავშირებული, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება იყო. მისი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი და მისაღები პირობები ტერაბანკმა შესთავაზა, რის შედეგადაც გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება. იდეის განხორციელებაში მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გაუწია, რომელმაც აგროტურიზმის პროექტის ფარგლებში სესხის თანადაფინანსება უზრუნველყო.

ბიზნესკლიენტებისთვის ბრენდირებული საჩუქრების გაგზავნასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დამატებითი აქტივობების ინიცირებას ამ ეტაპზეც ვაგრძელებთ. გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ბიზნესკლიენტებს ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებაში დაეხმარება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა კი მათთან  კიდევ უფრო გაძლიერდება. 

ასევე იხილეთ

ტერაბანკის კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

ტერაბანკის კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში წელს ბორჯომში, სოფელ სადგერში, მდებარე სასტუმროს - Emerald Cottages ვესტუმრეთ.

ტერაბანკის CSR კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

ტერაბანკის CSR კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

წელს გადავწყვიტეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში მორიგი CSR კამპანიით დავეხმაროთ რეგიონებში ოპერირებად ბიზნესკლიენტებს. კამპანიის მიზანს მათი გაძლიერება და საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება

მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება

საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.

ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში

ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში

კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.

ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.

ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში

ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში

რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.

ისტორია
ისტორია
ღირებულებები
ღირებულებები
მმართველობა
მმართველობა
მეტი