ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში
რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.
გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, იმატებს სასტუმროების და ეკო კოტეჯების რაოდენობაც. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის შესაძლებლობები და სტუმრებს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას.
“ნიკორწმინდაში ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ეს გამოწვეულია ისტორიული ძეგლების მიმართ ინტერესით და რა თქმა უნდა, უნიკალური ბუნებით. შესაბამისად გაგვიჩნდა იდეა აგვეშენებინა სასტუმროს ტიპის ეკო კოტეჯები და დავბრუნებულიყავით რაჭაში.” - თეონა მაისურაძე, “ოდა ლუქსის” დამფუძნებელი.
რაჭაში მშვიდი დასვენების მსურველებს განსაკუთრებით იზიდავს მცირე ზომის კოტეჯები. ეს მათ საშუალებას აძლევს შეიქმნან საკუთარი სახლის სიმყუდროვის შეგრძნება. რაც მთავარია, ეკო კოტეჯები ჰარმონიულად ერწყმის აქაურ ბუნებას.
“ჩვენი სტუმრები ძირითადად დიდი ოჯახები არიან. როგორც წესი, ბავშვებთან და ნათესავებთან ერთად ჩამოდიან. თუმცა ასევე ხშირად გვსტუმრობენ ახალგაზრდებიც, დიდი სამეგობროებით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ და დრო სიმშვიდეში, ბუნების დაუვიწყარ ხედების ფონზე გაატარონ. როდესაც სტუმრები საღამოს გვიან ჩამოდიან, წინ გადაშლილი ხედი არ ჩანს, მაგრამ დილით თვალებს რომ გაახელენ და პირველად ამ სილამაზეს ხედავენ, მათი გაოცებული სახეების დანახვაზე დიდ ბედნიერებას არაფერი მანიჭებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც კოტეჯების აშენება გადავწყვიტე. ჯერ კიდევ პატარა, რომ ვიყავი და ბაბუას დავყვებოდი ამ ადგილას, იმ დროიდან ყოველ ჯერზე მაოცებს ეს ბუნება და მინდოდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გამეზიარებინა.” - ოთარ ბიბილაშვილი, “პანორამა რაჭას” დამფუძნებელი.
ეკო კოტეჯების მშენებლობა შედარებით სწრაფი პროცესია. ტექნოლოგია იხვეწება და ბაზარზე არაერთი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს, დიზაინს და მოწყობას სთავაზობს. მიუხედავად ამისა მაღალმთიან რეგიონებში ეს პროცესი მაინც შედარებით რთულია და უფრო დიდ ფინანსურ ხარჯებსაც უკავშირდება. ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორიც სწორედ ესაა. მშენებლობის დასრულებამდე ბიზნესს შემოსავალი არ აქვს და სესხის აღებაც რთულია, თუმცა ტერაბანკი სტარტაპებს განსაკუთრებულ პირობებს და მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
“მთელი ოჯახი რაჭიდან ვართ და აქ ბიზნესის წამოწყებაზე ბევრჯერ გვიფიქრია. გვინდოდა რამე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც სიამოვნებასაც მოგვანიჭებდა და თან შემოსავლის წყაროც იქნებოდა. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და პირველი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესიდან შემოსავალი ჯერ არ გვქონდა. საბოლოოდ ამ მიზნის მიღწევაში ტერაბანკი დაგვეხმარა. ბიზნეს გეგმის საფუძველზე სტარტაპ სესხი ავიღეთ. ასევე დაგვეხმარნენ ჩავრთულიყავით პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” და მიგვეღო პროცენტის სუბსიდია.” - ლილიკა ტურძილაძე, “აგარუკას” დამფუძნებელი.
ტერაბანკში მუდმივად ვცდილობთ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებლებს, როგორც იდეის განხორციელებაში, ასევე არსებული ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით ვქმნით მათზე მორგებულ პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ტერაბანკის დაფინანსებით რაჭაში არაერთი სასტუმროს ტიპის ბიზნესი შეიქმნა და ახლაც ვითარდება.
ბიზნესების დამფუძნებლებს დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. თითოეული მათგანი ცდილობს დამსვენებელს სრულყოფილი გარემო და ნამდვილი რაჭული სტუმარ-მასპინძლობის გამოცდილება შესთავაზოს.
“ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ როდესაც ჩვენს ბაღში მოყვანილი ბოსტნეულით და ხილით ვუმასპინძლდებით. ამიტომ წელს უკვე დავიწყეთ სამზარეულოს მშენებლობა და სულ მალე დამსვენებლებს ტრადიციულ, რაჭულ კერძებსაც შევთავაზებთ” - თეონა მაისურაძე.
ბიზნეს სესხები
გაიგე მეტისესხის განაცხადი
მოითხოვე სესხიდაგრჩათ კითხვები?
ასევე იხილეთ
მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება
საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.
ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში
კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.
ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.