მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება
საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, ყოველწლიური მოსავალი საკმარისი არაა და საწარმოებს სტაბილურად უწევთ მარცვლეული კულტურის იმპორტი.
“შპს ჯეოგრეინი 2015 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ფქვილს და ცხოველების საკვებს ფაქტობრივად სრულად ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაბარებული მარცვლეულით ან იმპორტირებული ნედლეულით ვაწარმოებდით. რა თქმა უნდა, გვირჩევნია წარმოება მთლიანად ადგილობრივ მოსავალზე იყოს დამოკიდებული, თუმცა ფასი, რაოდენობა და ხარისხი არ გვაძლევდა საშუალებას” - გიორგი დარბაიძე, შპს “ჯეოგრეინის” წარმოების უფროსი.
მაღალი ხარისხის ფქვილის წარმოებას ინდუსტრიის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის გარეშე შეუძლებელი ხდება საბოლოო პროდუქტის ექსპორტზე გატანა. ფქვილის მაღალი ხარისხი, თავის მხრივ, დამოკიდებულია მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჯიშის მარცვლეულზე. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანია ჯეოგრეინის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მარცვლეული კულტურების - ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ეს მათ საშუალებას აძლევს აკონტროლონ ნედლეულის მაღალი ხარისხი და დაასტაბილურონ წარმოების ხარჯები.
“2 წლის წინ გადავწყვიტეთ 800 ჰექტარზე გაგვეშენებინა წარმოებისთვის საჭირო მარცვლეული კულტურები. აქ მოყვანილი მოსავლით ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის და ხარისხის ფქვილს. ასევე შინაური ცხოველების საკვებს. პარალელურად ვყიდულობთ მარცვლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც, თუმცა მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად ვფიქრობთ მეურნეობის განვითარებას.”
გარდა ნედლეულის ხარისხისა, ფქვილის წარმოებაზე დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დაცვა. ტექნოლოგიური განვითარება დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, თუმცა მომავალში საოპერაციო ხარჯების შემცირების საშუალებასაც იძლევა.
“ნელ-ნელა ბაზარზე ფქვილის ექსპორტის შესაძლებლობები უფრო რეალისტური ხდება. ჩვენი მიზანია მზად ვიყოთ ამისთვის და გავაუმჯობესოთ როგორც ნედლეულის, ასევე ფქვილის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენლად გვეჩვენება კონკურენციის გაწევა უფრო დიდი მწარმოებლებისთვის.”
ტექნოლოგიური განვითარებისთვის შესაძლებლობების დროულად გამოყენებისთვის ბიზნეს სესხი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ტერაბანკი სოფლის მეურნეობაში მოღვაწე ბიზნესებს მათზე მორგებულ მომსახურებას და საბანკო პროდუქტებს სთავაზობს.
“ვინაიდან ჩვენი საწარმო დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას მოიხმარს, გვინდოდა ეს ხარჯები მინიმუმამდე დაგვეყვანა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საუკეთესო საშუალებაა. გადავწყვიტეთ ქარხნის ტერიტორიაზე დაგვეყენებინა მზის პანელები და წარმოებისთვის მზის ენერგია გამოგვეყენებინა. ეს საშუალებას მოგვცემდა შეგვემცირებინა წარმოების ხარჯები და უფრო მარტივად შეგვენარჩუნებინა კონკურენტული უპირატესობა”
რატომ გადაწყვიტეთ ტერაბანკთან თანამშრომლობა?
“როგორც უკვე აღვნიშნე, მზის ენერგიაზე გადასვლა დიდ ინვესტიციასთან იყო კავშირში. გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა რომელიმე ბანკთან და არჩევანი ტერაბანკზე შევაჩერეთ. ამის მთავარი მიზეზი სესხის პირობები და ჩვენზე მორგებული მომსახურება იყო. ტერაბანკში მაქსიმალურად ცდილობენ გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და შემოგვთავაზონ ისეთი საბანკო პროდუქტები, რომლებიც ჩვენი ბიზნესის განვითარებას სჭირდება. გარდა ამისა, ტერაბანკი დაგვეხმარა ჩავრთულიყავით პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” და მზის პანელების შეძენა-დამონტაჟებისთვის საჭირო სესხზე მიგვეღო პროცენტის სუბსიდია” - გიორგი დარბაიძე, შპს “ჯეოგრეინის” წარმოების უფროსი.
ტერაბანკში მუდმივად ვცდილობთ დავეხმაროთ სოფლის მეურნეობაში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს. ინდივიდუალური მიდგომით, მათი საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით ვახერხებთ ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. გვეამაყება, რომ ამ პრინციპებით მუშაობის შედეგად, ტერაბანკი სოფლის მეურნეობის სექტორში 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორია.
ბიზნეს სესხები
გაიგე მეტისესხის განაცხადი
მოითხოვე სესხიასევე იხილეთ
ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში
კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.
ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.
ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში
რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.