ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში
კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.
“ამ ტერიტორიაზე ადრე გვქონდა მარანი, სადაც ჩვენს ვენახებში მოყვანილი ყურძნით ღვინოს ვაწარმოებდით და გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა საოჯახო ბიზნესი. სასტუმრო ბიზნესში რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვქონდა და ვიცოდით, რომ მარტივი პროცესი არ იქნებოდა, თუმცა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაც არ გვინდოდა. მშენებლობის დაწყებიდან მეხუთე წელს, სასტუმრო უკვე გაიხსნა და პირველ სტუმრებსაც ვუმასპინძლეთ.” - ნინი მანასაშვილი, სასტუმრო “ინ გრემის” თანადამფუძნებელი.
პირველ ეტაპზე ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმრომ დაიწყო, რომელიც ულამაზეს კახურ პეიზაჟშია ჩაფლული. ტრადიციულ და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებით მოწყობილი ვრცელი ეზო, დიდი აუზი და სასტუმროს შენობა გარემოს იდეალურად ერწყმის. მალევე სასტუმროს დაემატა რესტორანი, სადაც სტუმრებს ტრადიციული კახური კერძების დაგემოვნება შეუძლია.
“თავიდანვე გვინდოდა რომ სტუმრებისთვის ავთენტური, კახური გარემო დაგვეხვედრებინა. შესაბამისად მენიუს შედგენა არ გაგვჭირვებია. ამ მიდგომამ ნამდვილად გაამართლა. ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული ტრადიციული კერძები და ჩვენი მარნის ღვინო, ყველა დამსვენებელს ძალიან მოსწონს.”წარმატებული სეზონის შემდეგ მომხმარებლის პირველი უკუკავშირი დამფუძნებლებმა მალევე გაითვალისწინეს. სასტუმროს დაემატა დიდი დარბაზი, სადაც სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა შეუძლიათ.
“ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესის განვითარებაში დაგვეხმარებოდა და ახალ მომხმარებელსაც მოვიზიდავდით, თუმცა დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ამ დროისთვის ტერაბანკთან უკვე დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებდა და ბიზნეს სესხიც ტერაბანკში ავიღეთ. როგორც ყოველთვის, პროცესი კომფორტული და ჩვენზე მორგებული იყო. გარდა ამისა, მათი დახმარებით ჩავერთეთ პროგრამაში “აწარმოე საქართველოში”, რამაც საგრძნობლად შეამცირა საპროცენტო ხარჯი.”
ვისზეა გათვლილი სასტუმრო “ინ გრემი?”
“სასტუმრო ნებისმიერი კატეგორიის დამსვენებელზეა მორგებული. ხშირად გვსტუმრობენ ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ამის ძირითადი მიზეზი, ალბათ, აქ შექმნილი მყუდრო გარემოა. დიდი ეზო და აუზი საშუალებას გვაძლევს მათ საინტერესო გამოცდილება შევუქმნათ.”
კახეთში წელს ტურისტების რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. დაინტერესების მთავარი მიზეზები აქაურობისთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სამზარეულოა. სასტუმრო “ინ გრემში” დამსვენებლებს არა მხოლოდ კერძების დაგემოვნება, არამედ მათი შექმნაც შეუძლია.
“სტუმრებისთვის ჩვენთან არსებული მასტერკლასები ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ნებისმიერ დამსვენებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხინკლის მოხვევის, მწვადის შეწვის, ტრადიციული კახური შოთების გამოცხობისა ან ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასებში და შემდეგ თავისი ხელით მომზადებული კერძები დააგემოვნონ.”
სასტუმროს დამფუძნებლებს დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. სასტუმროს ნომრების დამატების გარდა არსებულ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობაც იგეგმება. ეს იდეაც მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე გაჩნდა. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს სტუმრებს უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზოს და ეტაპობრივად აითვისოს ის შესაძლებლობები, რაც კახეთის რეგიონში სასტუმრო ბიზნესს აქვს.
“ვინაიდან საოჯახო ბიზნესი გვაქვს, სამომავლო გეგმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ მარტივად გამოგვდის. გარდა სასტუმროს განვითარებისა, უკვე ვფიქრობთ საკუთარი ღვინის წარმოებაზეც. ვიცით, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნება, მაგრამ გვჯერა ერთად აუცილებლად გამოგვივა და ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ.”
ბიზნეს სესხები
გაიგე მეტისესხის განაცხადი
მოითხოვე სესხიასევე იხილეთ
მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება
საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.
ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.
ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში
რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.