ტერაბანკის CSR კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
 
                        ტერაბანკისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა. ამ მიმართულებით წლებია არაერთ საინტერესო კამპანიასა და აქტივობას ვახორციელებთ, რომელთა შორისაა „ტერას ონლაინკატალოგი 100 ქართული ბიზნესისთვის“. ასევე კამპანია, რომლის ფარგლებშიც ტერაბანკმა 50 ბიზნესკლიენტი მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დაასაჩუქრა, მათ შორის, ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხების, ვებსაიტის შექმნა და სხვა. ბიზნესის მხარდაჭერას ემსახურება, ასევე, saasargeblo.ge - ონლაინ გზამკვლევი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს SaaS კომპანიებთან აკავშირებს. შედეგად კი პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებელი კომპანიების დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, ციფრული გადაწყვეტილებები დანერგონ და ბიზნესპროცესები გაიმარტივონ.
ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ქარავანი, რომელიც 2022 წელს ტერაბანკის გენერალური სპონსორობით ჩატარდა. ტერაბანკმა სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილი დახლების ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების ხელშეწყობისთვის გამოიყენა: მარკეტის მონაწილეებს ამ დახლებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა უსასყიდლოდ შეეძლოთ. ასევე, როგორც მეწარმე ქალების მხარდამჭერებმა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიამ, 2022 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, დავაფინანსეთ კულინარიული გზამკვლევის მომზადება, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, აგროტურიზმში დასაქმებული 10 ქალის ისტორიას, საქმიანობასა თუ ობიექტების აღწერასა და კულინარიულ რეცეპტებს აერთიანებს. ამასთანავე, პერიოდულად ვაორგანიზებთ საინფორმაციო შეხვედრებს ბიზნესკლიენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების არასრული ჩამონათვალია.
წელს გადავწყვიტეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში მორიგი CSR კამპანიით დავეხმაროთ რეგიონებში ოპერირებად ბიზნესკლიენტებს. კამპანიის მიზანს მათი გაძლიერება და საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ ბიზნესკლიენტებს ვუგზავნით სპეციალურად მათთვის შექმნილ, ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც დაეხმარებათ, თავიანთ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნან და სრულყოფილი მომსახურება შესთავაზონ, ხოლო თავიანთ სივრცეს გამორჩეული ვიზუალური იდენტობა შესძინონ.
 
 
                         
                         
                        აღნიშნულ ბიზნესკლიენტთა შორის არის რესტორანი „სამანიც“, რომელიც ყაზბეგში, კერძოდ სტეფანწმინდაში, მდებარეობს. რესტორანს თიმბილდინგის ფარგლებში „კაცების“ გადამღები ჯგუფიც ეწვია, რომლებმაც ყაზბეგში მოგზაურობის შესახებ ვლოგი მოამზადეს და იუთუბზე განათავსეს.
„სამანიში“ ავთენტური გარემო, სამაგალითო სტუმარ-მასპინძლობა, მრავალფეროვანი სამზარეულო და ყაზბეგის  ულამაზესი ხედები დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. 
 
 
                         
                         
                        ტერაბანკის ერთ-ერთი ბიზნესკლიენტია, ასევე, „სადგური“, რომელიც სოფელ ასურეთში, ყოფილ „ელიზაბეტთალში“ მდებარეობს. აქ გერმანული კულტურა და ისტორია დღემდე ცოცხლობს და სადგურიც გერმანული ესთეტიკითა და ავთენტური ატმოსფეროთია გამორჩეული. 27-28 სექტემბერს სადგურში მოეწყო „ოქროსფერფესტი“ - გერმანული ოკტობერფესტის შთაგონებით შექმნილი ფესტივალი, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ფესტივალს არაერთი კონტენტ კრეატორი ეწვია, რომლებმაც თავიანთ პლატფორმებზე ფოტო-ვიდეო მასალა განათავსეს.
 
                         
                         
                         
                        აღსანიშნავია, რომ ბიზნესკლიენტებისთვის ბრენდირებული საჩუქრების გაგზავნასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დამატებითი აქტივობების განხორციელებას ამ ეტაპზეც ვაგრძელებთ. გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ბიზნესკლიენტებს ცნობადობის გაზრდაში და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებაში დაეხმარება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა მათთან კი კიდევ უფრო გაძლიერდება.
ასევე იხილეთ
მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება
საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.
ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში
კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.
ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.
ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში
რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.
 
                                     
                                                     
                                                     
                                                     
                 
                 
                