უკან დაბრუნება

ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა. ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ლურჯ მოცვზე ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნაა. 

“ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების იდეა 2019 წელს, რამდენიმე მეგობარს გაგვიჩნდა. ვამჩნევდით, რომ პროდუქტს დიდი პოტენციალი ჰქონდა და ბიზნესი მომგებიანი იქნებოდა. ხონის მუნიციპალიტეტში 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შევიძინეთ და ეტაპობრივი განაშენიანება დავიწყეთ. ამის ძირითადი მიზეზი გამოცდილების დაგროვება იყო. ამჟამად ტერიტორია მთლიანად ათვისებული გვაქვს სხვადასხვა სახეობის 55 000 ძირი ლურჯი მოცვით.” - გრიგოლ მანდარია, შპს ხონის პლანტაციების კომერციული დირექტორი. 

ლურჯ მოცვზე მოთხოვნას სეზონურობა ახასიათებს. ფასიც ხშირად სწორედ სეზონების მიხედვით იცვლება. საერთაშორისო ბაზარზე ქართული მოცვი ახლა იკიდებს ფეხს, რაშიც მწარმოებლებს კლიმატური პირობები ეხმარება. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სეზონი ხელსაყრელ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ევროპულ ბაზარზე თავისუფალი ფანჯარა ჩნდება. 

მიუხედავად ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებისა, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოების სეზონის გახანგრძლივება. ამისათვის პლანტაციებში სხვადასხვა ჯიშის ძირებს რგავენ, რომლებიც მოსავალს სხვადასხვა დროს იძლევა. თუმცა შპს ხონის პლანტაციები, მთლიანად ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებული არაა. 
 

“ჩვენს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია რომ წარმოების პერიოდი იყოს მაქსიმალურად ხანგრძლივი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეძინა სასათბურე მეურნეობა, სადაც 
2 500-მდე საადრეო ძირია დარგული და მომავალი წლიდან უკვე პირველ მოსავალს ველოდებით” 


 

რა არის საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების ყველაზე დიდი გამოწვევა? 


“მოცვის კულტურა საქართველოში მაინც ახალია. შესაბამისად დაბალია კომპეტენციის დონე. ჩვენ ყოველწლიურად ჩამოგვყავს უცხოელი პროფესიონალები, რომლებიც გვეხმარებიან ადგილობრივი მაცხოვრებლების გადამზადებაში და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და გვიხარია რომ უკვე მოვახერხეთ 100-მდე ადგილობრივის დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე” 

საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვისადმი ინტერესი ევროპულ ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება, რაც სტანდარტების განვითარებისთვის საჭირო დიდ ფინანსური ინვესტიციებსაც მოითხოვს. მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებისთვის კომპანიამ სამაცივრე მეურნეობა და მასორტირებელი სივრცეც შექმნა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდა მზის პანელები, რაც წარმოებას უფრო ეკო მეგობრულს ხდის და ამავდროულად, საწარმოს ხარჯებსაც ამცირებს. 

“როგორც ყველა ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო, ძლიერი და სტაბილური ფინანსური პარტნიორი. ჩვენ შემთხვევაში ეს ტერაბანკია, რომელიც ჩვენს ბიზნესს სთავაზობს სწრაფ, მოქნილ და ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, რაც გვეხმარება ჩვენი ბიზნესის სწრაფ განვითარებაში” 

წელს შპს ხონის პლანტაციების წარმოებული ლურჯი მოცვის 95% წელს ევროპის ქვეყნებში გაიყიდა. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა და მოტივაციაა ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. იგეგმება დამატებით 10 ჰექტარზე ახალი ჯიშის ნერგებით ბაღის გაშენება. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია აწარმოოს. ასევე დაგეგმილია მცირე ზომის საწარმოს მშენებლობაც, სადაც ადგილზე მოყვანილი მოცვის გადამუშავებით წვენების და ჯემების წარმოება იქნება შესაძლებელი. 

ბიზნეს სესხები

ბიზნეს სესხები

გაიგე მეტი
სესხის განაცხადი

სესხის განაცხადი

მოითხოვე სესხი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
info@terabank.ge ელ. ფოსტა
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან

ასევე იხილეთ

მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება

მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება

საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.

ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში

ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში

კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.

ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში

ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში

რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი