ტერაბანკის კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში წელს ბორჯომში, სოფელ სადგერში, მდებარე სასტუმროს - Emerald Cottages ვესტუმრეთ.
ბიზნესმა ფუნქციონირება 3 წლის წინ დაიწყო. დღეს კი უკვე 4 კოტეჯს მოიცავს და უამრავ სტუმარს მასპინძლობს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
ყველაფერი დაიწყო იდეითა და სურვილით, ბორჯომში შექმნილიყო ტურისტული სივრცე, რომელიც დამსვენებლებს ხარისხიან მომსახურებასა და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებდა.
როგორც ბიზნესის დამფუძნებელი, ბექა გეგეშიძე, ამბობს, პროექტის დაწყება საკმაოდ რთულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, თუმცა თავდაუზოგავი შრომის, სწორი მენეჯმენტისა და შესაბამისი პარტნიორების მოძიების შედეგად პროცესი წარმატებით დასრულდა.
მოხარულები ვართ, რომ პროექტის განხორციელებაში ტერაბანკმაც შეიტანა წვლილი. კერძოდ, მისი მხარდაჭერითა და შუამდგომლობით შედგა პარტნიორობა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, რის შედეგადაც დაფინანსდა კოტეჯების მშენებლობა და დამფუძნებლებს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ კოტეჯების ტერიტორიაზე გაიხსნა მარკეტი, უახლოს მომავალში კი გაიხსნება რესტორანიც, სადაც დამსვენებლებს გამორჩეული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
აქ მოსულ სტუმრებს ლამაზი ხედები, კომფორტული გარემო და სიმშვიდე დახვდებათ. განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა კი მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს და რეგიონში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკლიენტებისთვის ბრენდირებული საჩუქრების გაგზავნასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დამატებითი აქტივობების ინიცირებას ამ ეტაპზეც ვაგრძელებთ. გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ბიზნესკლიენტებს ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებაში დაეხმარება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა კი მათთან კიდევ უფრო გაძლიერდება.
ასევე იხილეთ
ტერაბანკის CSR კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
წელს გადავწყვიტეთ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში მორიგი CSR კამპანიით დავეხმაროთ რეგიონებში ოპერირებად ბიზნესკლიენტებს. კამპანიის მიზანს მათი გაძლიერება და საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მარცვლეული კულტურის წარმოება და გამოწვევება
საქართველოში მარცვლეული კულტურის წარმოება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნაა.
ავთენტური გარემო კახეთის სასტუმრო ინ გრემში
კახეთში, სოფელ გრემში, სასტუმრო “ინ გრემი” 2023 წელს გაიხსნა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მშენებლობაც სწორედ მაშინ დაიწყო.
ხონის პლანტაციების ლურჯი მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო და სულ რამდენიმე წელში, ინდუსტრია ფაქტობრივად 9-ჯერ გაიზარდა.
ეკომეგობრული კოტეჯები მთიან რაჭაში
რაჭა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქაური ბუნება და ისტორიული ძეგლები ყოველწლიურად უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს.