ვაკანსიები

მიკრო სესხების ექსპერტი

სს  ,,ტერაბანკი"  თბილისში   აცხადებს მიღებას მიკრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

 

 მოვალეობები:

  • მიკრო და მცირე სეგმენტის კომპანიებთან/კლიენტებთან მოლაპარაკებების  წარმართვა/მოზიდვა;
  • საბანკო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა,
  • კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი;
  • კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მოწყობა;
  • ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა;
  • პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით;
  • აუცილებელია ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
  • ენები:  ინგლისური, რუსული სასაუბრო დონეზე

 მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge
 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 17 მაისი, 17:00 სთ.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები ამ პოზიციასთან დკავშირებით არ მიიღება.
 

განაცხადის ფორმა

Security Code