ტერა ლიზინგი

 

ტერაბანკი და Bizon.ge ბიზნესის მფლობელებს ახალ პროდუქტს - ფინანსურ ლიზინგს თავაზობს, რომელიც ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შესყიდვის დაფინანსებისთვის.

ტერა ლიზინგის მომსახურება შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ, რომელსაც სურს საწარმოს გადაიარაღება, სამშენებლო ან სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, სამედიცინო აპარატურის, საწარმოო დანადგარის, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა აღჭურვილობის დამატება.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, აირჩიოთ ახალი ან მეორადი პროდუქტი და მომწოდებელი, ვისგანაც გსურთ მისი შეძენა ან მოგვმართოთ კონსულტაციისთვის. შერჩეულ აქტივს ჩვენ შევისყიდით და გადმოგცემთ სარგებლობაში ლიზინგის ვადის ამოწურვამდე. ლიზინგის ყოველთვიური გადახდების დროულად და ჯეროვნად გადახდის შემდეგ, აქტივი თქვენი საკუთრება გახდება.

თუკი თქვენ უკვე შესყიდული გაქვთ თქვენთვის საჭირო მანქანა-დანადგარები და გსურთ მასში ინვესტირებული ფულის გამოთავისუფლება, ლიზინგი ასეთ შემთხვევაშიც გამოგადგებათ (უკულიზინგი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • დაფინანსებას უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარეშე;
  • კაპიტალის დაზოგვას/გამოთავისუფლებას ძირითადი საშუალებების შესყიდვისას;
  • მხარდაჭერას ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის, ასევე დაზღვევისა და მოვლა-პატრონობის პროცესში;
  • თქვენზე მორგებული პირობებს და სწრაფ მომსახურებას

პირობები:

  • დაფინანსება 5 000 ლარიდან 5 000 000 ლარამდე;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთ 19%-დან (ლარი) და 13%-დან (აშშ დოლარი);
  • ვადა: 6-60 თვე;
  • კლიენტის თანამონაწილეობა: აქტივის ფასის 15%-დან;
  • როგორც ახალი, ისე მეორადი აქტივის შეძენის შესაძლებლობა;
  • შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების (მათ შორის სტარტაპების) დაფინანსება

ტერა ლიზინგის მომსახურებით სარგებლობისთვის შეავსეთ ონლაინგანაცხადი ან გვეწვიეთ ოფისში (სანდრო ეულის ქ. 7).
 

განაცხადის ფორმა

Security Code