ვაკანსიები

სარეზერვო  მოლარე-ოპერატორი

 

 

სს  ,,ტერაბანკი თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას სარეზერვო  მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე (პოზიცია გულისხმობს როგორც დღისასევე ღამის ცვლაში მუშაობას.)

 

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა

 

სამუშაო პირობები:

 

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ:
  • ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
  • ფიქსირებული დანამატი დარიცხული 25 ლარი თითოეული ღამის მორიგეობის რაოდენობის მიხედვით
  • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
  • სამუშაო ლოკაციები : ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო ბილტმორი, სასტუმრო მერიოტი;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა /კონვერტაცია
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • საოპერაციოს პროდუქტების რეგისტრაცია/მომსახურება
  • ფიზიკური პირებისთვის მიმდინარე/უნივერსალური საბარათე ანგარიშების გახსნა
  • სალაროს ნაშთის გამოყვანა, ფულის ვალუტების მიხედვით დახარისხება

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან  ფინანსებში)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები,
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა

 

 

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზეcareer@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  2019 წლის 21 თებერვალი , 18:00 სთ. 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

გასაუბრებისათვის მოწვეულიქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 

გისურვებთ  წარმატებას! 

 

განაცხადის ფორმა

Security Code