Visa ინფინიტი

Visa ინფინიტი

უმაღლესი კლასის სადებეტო ბარათი განსაკუთრებული ბენეფიტებით

Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები ბიზნესლაუნჯებით სარგებლობას სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ

Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები ბიზნესლაუნჯებით სარგებლობას სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ

დეტალები

 

Visa ინფინიტის პრივილეგიები და შეთავაზებები:

  • ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტებითა და  პრემიუმ საბანკო მომსახურების მომხმარებლებისთვის დაწესებული ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა
  • ფასდაკლებები მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში
  • განაღდებისა და ანგარიშსწორების მაღალი ლიმიტები
  • 1 200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნესლაუნჯების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა. Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი პირველ ვიზიტს მიიღებს საჩუქრად, პირველი ვიზიტის შემდეგ, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღით ადრე, საკუთარ ბარათზე ჯამურად უფიქსირდებათ მინიმუმ 1 500 ლარის ტრანზაქცია. აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Infinite  ბარათების მფლობელები წლის განმავლობაში ლაუნჯში ვიზიტით ისარგებლებენ ულიმიტოდ. ვიზიტების ლიმიტებსა და ბიზნესლაუნჯების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება Visa Airport Companion აპლიკაციის დახმარებითაა შესაძლებელი.
  • კონსიერჟის სერვისი
  • სრული დაზღვევა მოგზაურობის დროს ( 1 მილიონ აშშ დოლარამდე)
  • დახვედრა/გაცილება აეროპორტში
  • Luxury სასტუმროები
  • პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური შეთავაზებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • გახანგრძლივებული გარანტია და შენაძენის დაცვა
  • საერთაშორისო სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერა მოგზაურობისას
  • მომხმარებლის გლობალური მხარდაჭერის სერვისი
  • გაორმაგებული ტერა ქულები

პირობები

პლასტიკური ბარათის გაცემისა და მომსახურების ტარიფები

ბარათის მოქმედების ვადა 2 წელი
ბარათის გაცემის საკომისიო უფასო
სასწრაფო ბარათის გაცემის საკომისიო  30 ლარი
მულტისავალუტო ანგარიში     ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი
ინტერნეტ საიტებიდან ჩარიცხული ან საზღვარგარეთ ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციის დაბრუნებული თანხების მომსახურების საკომისიო უფასო
ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტის ცვლილების საკომისიო (მაქსიმალური ვადა - 1 თვე)  5 ლარი
პინ კოდის აღდგენის საკომისიო 5 ლარი
* არასანქცირებული გადახარჯვა გულისხმობს კლიენტის ანგარიშზე ბანკის მიერ დაშვებული ლიმიტის ზემოთ გადაჭარბებას/გადახარჯვას ( ე.წ. უარყოფითი ნაშთი). არასანქცირებული გადახარჯვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეავსოს ანგარიშზე თანხა ნულოვანი ნაშთის ოდენობამდე.

განაღდებისა და ანგარიშსწორების ლიმიტები

ტრანზაქციების დღიური ლიმიტი         30 ტრანზაქცია
საკუთარი ბანკის ფილიალიდან განაღდების დღიური ლიმიტი    შეუზღუდავი
უკონტაქტოდ, პინის გარეშე შესრულებული ტრანზაქციის ლიმიტი 100 ლარი
ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი  30 000 ლარი
ანგარიშსწორების დღიური ლიმიტი  70 000 ლარი
სხვა ბანკის ფილიალიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 100 000 ლარი

განაღდებისა და ანგარიშსწორების საკომისიოები

პოს ტერმინალით ანგარიშსწორების საკომისიო 0%
ტერაბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდება 0%
ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდება 0%
TBC ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდება  0.50%
ნებისმიერი სხვა ბანკის  ბანკომატიდან თანხის განაღდება (ქვეყნის შიგნით) 1% მინ. 2 აშშ დოლარი 
ნებისმიერი სხვა ბანკის  ბანკომატიდან თანხის განაღდება (ქვეყნის გარეთ)* 1% მინ. 2 აშშ დოლარი
ტერაბანკის ფილიალიდან ლარში თანხის განაღდებისას  0.1%
ტერაბანკის ფილიალიდან უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებისას  0.25%
თანხის განაღდება ლიბერთი  ბანკის სალაროდან 0.7% მინ. 0.90 ლარი
თანხის განაღდება სხვა ბანკის სალაროდან 2.5% მინ. 3.50 აშშ დოლარი
ბარათის განთავსება ადგილობრივ სტოპ-სიაში უფასო
ბარათის განთავსება საერთაშორისო სტოპ-სიაში (2 კვირით) 40 აშშ დოლარი
ბარათით შესრულებული ტრანზაქციის გასაჩივრების მომსახურების ღირებულება, თითოეულ ტრანზაქციაზე** 15 აშშ დოლარი
საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციის კონვერტაციის საკომისიო   3%
* საზღვარგარეთ თანხის განაღდებისას კლიენტს შესაძლოა ჩამოეჭრას ბანკომატის მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი საკომისიო, რომელზეც ტერაბანკი პასუხისმგებლი არ არის. განაღდების დროს ბანკომატის ეკრანზე გამოდის შეტყობინება საკომისიოს შესახებ  და კითხვა, სურს თუ არა მომხმარებელს ოპერაციის შესრულება. თუ კლიენტი განაგრძობს თანხის განაღდების პროცესს , ეს ავტომატურად ნიშნავს მის თანხმობას ბანკომატის მომსახურე ბანკის საკომისიოს გადახდის თაობაზე. ** ბარათის უსაფრთხოების სერვისის ფარგლებში ანაზღაურების შემთხვევაში, კლიენტს გასაჩივრების საკომისიო ხარჯი არ დაეკისრება. აღნიშნული ხარჯი ანაზღაურდება ბანკის მხრიდან.   

ბიზნესლაუნჯებით სარგებლობის ახალი წესები

1 ოქტომბრის შემდეგ, ნებისმიერი Visa პრემიუმ ბარათის მფლობელისთვის იცვლება ლაუნჯში შესვლის პირობები. კერძოდ,ლაუნჯში შესვლას მომხმარებლები შეძლებენ Visa Airport Companion აპლიკაციის ჩამოტვირთვის საშუალებით. (App Store, Google Play)   ლაუნჯით სარგებლობის ახალი პირობების მიხედვით:

  • Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი პირველ ვიზიტს მიიღებს საჩუქრად, მიუხედავად იმისა, 2024 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) რამდენი ვიზიტი ჰქონდა გამოყენებული.  
  • პირველი ვიზიტის შემდეგ, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღით ადრე, საკუთარ ბარათზე ჯამურად უფიქსირდებათ მინიმუმ 1 500 ლარის ტრანზაქცია (იგულისხმება მხოლოდ პოს-ტერმინალებისა და ელ.კომერციის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები, ბანკომატის საშუალებით შესრულებული ოპერაციები არ მოიაზრება). აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Platinum ბარათების მფლობელები წლის განმავლობაში ლაუნჯში ვიზიტით ისარგებლებენ მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათების მფლობელები ულიმიტოდ. 
  • იმ შემთხვევაში, თუკი ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე Visa Platinum ბარათის მფლობელს უფიქსირდება 5 000 ლარის ტრანზაქცია, ბარათის მფლობელი ლაუნჯში ვიზიტს ულიმიტო რაოდენობით შეძლებს. 
  • ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინ, ავტომატურად გადამოწმდება სისტემის მიერ შესრულებული გადახდების მოცულობა და განისაზღვრება შესაბამისი ვიზიტების რაოდენობა. 
  • ხელმისაწვდომ ლიმიტებზე ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელი იქნება ლაუნჯში ვიზიტამდეც, Visa Airport Companion აპლიკაციის დახმარებით. 

ტერა ქულები

ტერა ქულები

ჩაერთე ლოიალობის პროგრამაში და დააგროვე ტერა ქულები.

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? დაგვისვი შეკითხვა
როგორ ვიპოვო პროგრამაში ჩართული ლაუნჯები აეროპორტში?

აპლიკაციის Explore ველში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევისას. მთავარ გვერდზე მოცემული სწრაფი ბმული გადაგამისამართებთ ლაუნჯების ჩამონათვალზე. 

შეიძლება ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა? აუცილებელია მათთან ერთად ვმოგზაურობდე?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/სტუმრები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენ მიერ დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.

რატომ მითხრეს უარი ლაუნჯში შესვლაზე?

თუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Visa Airport Companion (VAC) აპლიკაციით და მისი მეშვეობით შეამოწმოთ სხვა ლაუნჯების ხელმისაწვდომობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ აპლიკაციის დამხმარე ჯგუფს Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.

რა შედის ჩემს საწევროში?

აპლიკაციაში არსებული Membership სექციის დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს ითვალისწინებს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში. 

ჩემი LoungeKey/Priority Pass საწევრო კვლავ იმუშავებს? ისევ შემიძლია LoungeKey აპლიკაციით სარგებლობა?

2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.

როგორ შევიდე ლაუნჯებში?

ლაუნჯში შესასვლელად აუცილებელია, რომ წარუდგინოთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ გაქვთ დარჩენილი ვიზიტები, ამ შემთხვევაში ლაუნჯში შესვლისას ავტომატურად გამოაკლდება თქვენს ვიზიტების საერთო რაოდენობას ვიზიტი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით. 

შემიძლია ვისარგებლო ფიზიკური ბარათით ლაუნჯში შესასვლელად?

ლაუნჯში შესვლას მხოლოდ მობილური აპლიკაცია Visa Airport Companion-ის საშუალებით შეძლებთ, მას შემდეგ რაც თქვენი საწევროს QR კოდს წარუდგენთ ლაუნჯის თანამშრომელს. 

რა მოვიმოქმედო თუ აპლიკაციაში ვერ დავრეგისტრირდი ან ვერ გავიარე ავტორიზაცია?

თუ დარეგისტრირების პროცესში შეგექმნათ პრობლემა დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს, რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ აპლიკაციაში და თქვენს ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებთ, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს, login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. 

ბარათები და პაკეტები

Select პაკეტი

Select პაკეტი

პერსონალიზებული საბანკო მომსახურება თქვენთვის.

Visa გოლდი

Visa გოლდი

100 ლარი გაცემის საკომისიო
2 წელი მოქმედების ვადა

Visa ინფინიტი

Visa ინფინიტი

უფასო გაცემის საკომისიო
2 წელი მოქმედების ვადა

Visa პლატინუმი

Visa პლატინუმი

250 ლარი გაცემის საკომისიო
2 წელი მოქმედების ვადა

PB პაკეტი

PB პაკეტი

ინდივიდუალური საბანკო მომსახურება.

დაგრჩათ კითხვები?

info@terabank.ge მოგვწერე შეტყობინება
(+995 32) 255 00 00 | * 50 50 დაგვირეკე
გვესტუმრე ფილიალებში იხილეთ ფილიალები

Visa ინფინიტი

პრემიუმ კლასის სადებეტო ბარათი განსაკუთრებული ბენეფიტებით.

სერვისები
სერვისები
ბარათები
ბარათები
შეთავაზებები
შეთავაზებები
მეტი