სამოგზაურო დაზღვევა
იმოგზაურე კომფორტულად და უსაფრთხოდ დაზღვევის სერვისის დახმარებით.
თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება თუ მოგზაურობის დაწყებამდე:
- შეძენილი გაქვთ ორმხრივი ბილეთები Visa პრემიუმ ბარათით;
- დაჯავშნეთ და გადაიხადეთ საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით;
- ან გადაიხადეთ როგორც ბილეთების, ისე საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით.
თუ დროებით საზღვარგარეთ ცხოვრობთ და მიემგზავრებით თქვენი დროებითი საცხოვრებელი ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყანაში, თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება, თუ მოგზაურობის დაწყებამდე:
- ფლობთ ლტოლვილის სტატუსის ან საზღვარგარეთ დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტებს;
- შეიძინეთ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნიდან გაფრენის და უკან დასაბრუნებელი ბილეთები Visa პრემიუმ ბარათით, ან გადაიხადეთ საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით და შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები სხვა მეთოდით, ან გადაიხადეთ ტურის საფასური.
როდესაც თქვენ მოგზაურობთ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის* შიგნით, თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება, თუ:
- Visa პრემიუმ ბარათით წინასწარ გაქვთ დაჯავშნილი მინიმუმ 2 ღამით საცხოვრებელი, რომელიც თქვენი სახლიდან მინიმუმ 100 კილომეტრით არის დაშორებული.
მეტი ინფორმაცია: Travel Insurance
დაზღვევის ბენეფიტები
მოგზაურობის გაუქმების ან წინასწარ შეზღუდვის შემთხვევაში შეგიძლიათ, მოითხოვოთ კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა:
- ბარათის მფლობელის ან მისი ახლო ნათესავის მოულოდნელი ავადმყოფობა, დაშავება ან გარდაცვალება;
- ინფიცირებული პირის სავალდებულო კარანტინი (პერსონალური კარანტინი);
- ორსულობის გართულებები აქამდე არსებული ისტორიის შედეგად (თუ ისინი არ წარმოიშვა მგზავრობის დაჯავშნამდე.
- აეროპორტის ანაზღაურებად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და გადასახადების ხარჯებს;
- მგზავრობის გაუქმებას ადრე არსებული დაავადების გამო;
- მოგზაურობის ხარჯებს მილების, ბონუსების, ქულებისა და სხვა საშუალებებით;
- მოგზაურობის გაუქმებას პასპორტის არქონის ან ვადაგასული პასპორტის ან ვიზის გამო.
ფრენის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- ფრენა გადაიდო 4 საათით ან მეტით;
- ჩექინი გაიარეთ ფრენისთვის;
- გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფრენის დაყოვნებას.
ბარგის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- ბარგმა დაიგვიანა 4 საათით ან მეტით;
- გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბარგის დაყოვნებას.
- დაკარგვას საბაჟო ან სხვა ორგანოების მიერ შეფერხების, კონფისკაციის ან დაკავების შედეგად;
- მოთხოვნებს ბარგთან დაკავშირებით, რომელიც გადაიტანეს როგორც ტვირთი ან როგორც ზედნადებშია მითითებული.
გამოტოვებული ფრენის კომპენსაციის მიღების პირობები:
- დააგვიანეთ გამგზავრების ადგილას იმის გამო, რომ მანქანა, რომლითაც მგზავრობდით, გაფუჭდა ან ავარიაში მოყვა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამოიყენეთ, გრაფიკს ჩამორჩა.
- ბარათის მფლობელის მიერ გაწეული ყველა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი საბუთი;
- ოფიციალური წერილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური შეფერხების შესახებ;
- უბედური შემთხვევის მოწმობა.
მოგზაურობები დაზღვეული არ არის, თუ:
- მოგზაურობთ ექიმის რჩევის საწინააღმდეგოდ;
- მოგზაურობთ სამედიცინო მკურნალობისთვის/კონსულტაციისთვის;
- გაქვთ არადიაგნოზირებული სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას/გამოკვლევას;
- მგზავრობის დაჯავშნის დროს იცით მიზეზი, რომელმაც შეიძლება გააუქმოს ან ხელი შეუშალოს მგზავრობას;
- თუ მოგზაურობის მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიებებია და მოგზაურობთ, როგორც სპორტსმენი;
- თუ პარტნიორი ან ბავშვი მოგზაურობს ბარათის მფლობელის გარეშე.