წვდომა ლაუნჯებზე
ისარგებლე 1 200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნესლაუნჯების სერვისით Visa Platinum და Visa Infinite ბარათებთან ერთად
1 ოქტომბრის შემდეგ, ნებისმიერი Visa პრემიუმ ბარათის მფლობელისთვის იცვლება ლაუნჯში შესვლის პირობები. კერძოდ,ლაუნჯში შესვლას მომხმარებლები შეძლებენ Visa Airport Companion აპლიკაციის ჩამოტვირთვის საშუალებით. ლაუნჯით სარგებლობის ახალი პირობების მიხედვით:
- Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი პირველ ვიზიტს მიიღებს საჩუქრად, მიუხედავად იმისა, 2024 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) რამდენი ვიზიტი ჰქონდა გამოყენებული.
- პირველი ვიზიტის შემდეგ, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღით ადრე, საკუთარ ბარათზე ჯამურად უფიქსირდებათ მინიმუმ 1 500 ლარის ტრანზაქცია (იგულისხმება მხოლოდ პოს-ტერმინალებისა და ელ.კომერციის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციები, ბანკომატის საშუალებით შესრულებული ოპერაციები არ მოიაზრება). აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Platinum ბარათების მფლობელები წლის განმავლობაში ლაუნჯში ვიზიტით ისარგებლებენ მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათების მფლობელები ულიმიტოდ.
- იმ შემთხვევაში, თუკი ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე Visa Platinum ბარათის მფლობელს უფიქსირდება 5 000 ლარის ტრანზაქცია, ბარათის მფლობელი ლაუნჯში ვიზიტს ულიმიტო რაოდენობით შეძლებს.
- ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინ, ავტომატურად გადამოწმდება სისტემის მიერ შესრულებული გადახდების მოცულობა და განისაზღვრება შესაბამისი ვიზიტების რაოდენობა.
- ხელმისაწვდომ ლიმიტებზე ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელი იქნება ლაუნჯში ვიზიტამდეც, Visa Airport Companion აპლიკაციის დახმარებით.
აპლიკაციის Explore ველში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევისას. მთავარ გვერდზე მოცემული სწრაფი ბმული გადაგამისამართებთ ლაუნჯების ჩამონათვალზე.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/სტუმრები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენ მიერ დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.
თუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Visa Airport Companion (VAC) აპლიკაციით და მისი მეშვეობით შეამოწმოთ სხვა ლაუნჯების ხელმისაწვდომობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ აპლიკაციის დამხმარე ჯგუფს Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.
აპლიკაციაში არსებული Membership სექციის დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს ითვალისწინებს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.
ლაუნჯში შესასვლელად აუცილებელია, რომ წარუდგინოთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ გაქვთ დარჩენილი ვიზიტები, ამ შემთხვევაში ლაუნჯში შესვლისას ავტომატურად გამოაკლდება თქვენს ვიზიტების საერთო რაოდენობას ვიზიტი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით.
ლაუნჯში შესვლას მხოლოდ მობილური აპლიკაცია Visa Airport Companion-ის საშუალებით შეძლებთ, მას შემდეგ რაც თქვენი საწევროს QR კოდს წარუდგენთ ლაუნჯის თანამშრომელს.
თუ დარეგისტრირების პროცესში შეგექმნათ პრობლემა დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს, რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ აპლიკაციაში და თქვენს ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებთ, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს, login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.