ისტორია


1999 წლიდან ტერაბანკი ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. უნივერსალური ბანკი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მაღალი ხარისხის, მოქნილ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.  ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელთაც მუდმივად უქმნის დამატებით მოტივაციასა და ახალ შესაძლებლობებს. ტერაბანკი პოზიციონირებს, როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მიზნების მიღწევაში.

ბანკის სტრატეგია სწრაფ ზრდას, ინოვაციურობასა და ტექნოლოგიურ განვითარებას მოიცავს. იგი ეყრდნობა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა  მომხმარებლისთვის პერსონიფიცირებული, სანდო და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზება. ეს კი მიიღწევა გუნდურობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და უწყვეტი განვითარებით.

ტერაბანკი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელთა შორისაა FMO, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), DEG, ResponsAbility და სხვა. ტერაბანკი ინარჩუნებს მჭიდრო და სანდო კავშირებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას.

ტერაბანკის აქციების 65% არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრს, მის აღმატებულება შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანს, ეკუთვნის. იგი ინვესტიციებს ფლობს უძრავი ქონების, მშენებლობის, სასტუმროების და ფინანსური სერვისების მიმართულებით, როგორც გაერთიანებულ საემიროებში, ასევე სხვა ქვეყნებში.
 

განაცხადის ფორმა

Security Code