კორპორატიული ბიზნესის ჯგუფის უფროსი

ტერაბანკის ბიზნესის მართვის განყოფილებაში  კორპორატიული ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით (BBA ან ექვივალენტური ხარისხი)
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ან/და კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • მსხვილ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობისა და ფინანსური პროექტების მართვის გამოცდილება
  • გუნდის მართვის, თანამშრომელთა მოტივაციისა და პროფესიული განვითარების  გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პოზიციისთვის საჭირო პიროვნული კომპეტენციები:

  • ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ინიციატივიანობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

პოზიციის ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

  • კორპორატიული სეგმენტის განვითარების მიზნით ახალი პროექტებისა და ბიზნესინიციატივების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
  • კვარტლური და წლიური ბიზნესგეგმების, მათ შორის პორტფელის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა
  • კორპორატიული კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
  • კორპორატიული სეგმენტის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის სისტემატური ანალიზი, ხარისხის კონტროლი და განვითარების ხელშეწყობა
  • კორპორატიული კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების მუდმივი შეფასება და მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება
  • ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის ხელშეწყობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტლური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | კორპორატიული ბიზნესის ჯგუფის უფროსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება  12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის.  იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო 2026

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
ღირებულებები
ღირებულებები
მმართველობა
მმართველობა
მეტი