გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენიმოვალეობაიქნება:
მომხმარებლის საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა
მომხმარებლის კონსულტირება საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ და მასზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება
უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისის 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე ბილტმორის სერვისდესქი
სამუშაო განრიგი: დღისა და ღამის ცვლები სამუშაო გრაფიკის შესაბამისად
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად + ყოველ ღამის ცვლაზე დამატებითი ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე |HR@terabank.geდა სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | სადღეღამისო ოპერატორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი 2026