კორპორატიული ბანკირი

ტერაბანკის კორპორატიული მომსახურების განყოფილების გუნდში  კორპორატიულ ბანკირს ვეძებთ

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება-საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მსგავს სფეროში (BBA)
  • ბანკში ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საშუალო და მსხვილი სეგმენტის კლიენტებთან მუშაობის და ფინანსური პროექტების წერის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • ანალიტიკური აზროვნებისა და ფინანსური ანალიზის უნარი 

შენი მოვალეობა იქნება:

  • კორპორატიული კლიენტების მაღალი ხარისხით მომსახურება
  • კორპორატიული კლიენტების  ბიზნეს საქმიანობის შესწავლა და  ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება  და  კომიტეტზე წარდგენა
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის კონტროლი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ანაზღაურება: ხელფასი+გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტლური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge  და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | კორპორატიული ბანკირი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის.  იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი 2026

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი