მძღოლი

ტერაბანკში  მძღოლს  ვეძებთ.

შენი მოვალეობა იქნება:

  • თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა  თბილისსა და რეგიონებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის კურიერული მიწოდების უზრუნველყოფა
  • ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი

ეს პოზიცია შენთვისა, თუ:

  • გაქვს მანქანის მართვის მინიმუმ  5  წლიანი გამოცდილება, ამასთან, მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • გაქვს მართვის მოწმობა:  მინიმუმ B კატეგორია
  • ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
  • ხარ პასუხისმგებლიანი და შეგიძლია სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | მძღოლი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  10 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი 2026

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი