აუდიტის განყოფილების წლიური გეგმის შესაბამისად ბანკის სტრუქტურული ერთეულების შემოწმება ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი და სებ-ის მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება;
აუდიტორული მისიის გუნდის მიერ განხორციელების შემთხვევაში, გუნდის წევრთა კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
შემოწმების შედეგების მიხედვით შუალედური/საბოლოო აქტის შედგენა;
ბანკში არსებული კონტროლის სისტემების ეფექტურობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
შიდა აუდიტის განყოფილების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაში და აუდიტორული შემოწმებების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო საქმეში, ფინანსებსა ან ეკონომიკაში;
ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Excell, MS Word, MS Powerpoint;
გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
სამუშაოგანრიგი: სრულიგანაკვეთი; კვირაში 5 სამუშაოდღე (3 დღეოფისში, 2 დღედისტანციურად)
ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | უფროსი აუდიტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთწარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 დეკემბერი 2025