კორპორატიული მომსახურების სპეციალისტი

ტერაბანკის კორპორატიული მომსახურების განყოფილებაში სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

  •  გაქვს ბანკში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • იცი საოფისე პროგრამები სამომხმარებლო დონეზე
  • ფლობ ინგლისურ ენას (B2)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • კორპორატიული იურიდიული პირების საოპერაციო მომსახურება
  • ახალი კლიენტების მოზიდვა
  • არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვა
  • ბანკი-კლიენტის და ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება
  • კორპორატიული კლიენტების საოპერაციო ბრუნვების კონტროლი, მონიტორინგი

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | კორპორატიული მომსახურების განყოფილების სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  18 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 დეკემბერი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი