უძრავ-მოძრავი ქონების შემფასებელი

ტერაბანკის უძრავ-მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლების ჯგუფში შემფასებელს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

  • შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • შემოსულ განაცხადებზე დროული რეაგირება და დასკვნის მიწოდება
  • უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება
  • შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება
  • უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული ანალიზი

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უძრავ-მოძრავი ქონების შემფასებელი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი