უძრავი ქონების ინსპექტორი

თბილისში უძრავი ქონების ინსპექტორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
  • Google Maps-ის ცოდნა
  • ქალაქის/რეგიონის გზების და ტრაფიკის ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დამუშავება Google Maps-ზე და ადგილმდებარეობის ზუსტი იდენტიფიცირება
  • უძრავი ქონების იდენტიფიცირება, ობიექტზე ვიზიტი და დასურათება
  • ობიექტებზე დროული ვიზიტი საკუთარი/ბანკის სატრანსპორტო საშუალებით
  • უძრავი ქონების დასურათება

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უძრავი ქონების ინსპექტორი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  20 აგვისტო

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი