პრობლემური სესხების სპეციალისტი

ტერაბანკში პრობლემური სესხების სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel) მაღალ დონეზე ცოდნა
  • საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი # 3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

  • პრობლემური საკრედიტო პორტფელის რეპორტინგი, მართვა და გაჯანსაღება
  • ბანკის მიერ დასაკუთრებული პრობლემური აქტივების მართვა
  • პრობლემური საკრედიტო პროდუქტების რესტრუქტურიზაცია და კლიენტთა ანგარიშების კონტროლი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | პრობლემური სესხების სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  03 ივნისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

 

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03 ივნისი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი