ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი

ტერაბანკის გუნდში ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტს ვეძებთ

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება - ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა Balance-ის სერტიფიკატი
  • საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოლიკო ვირასალაძის  # 5
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმით (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად + წლიური ბონუსი საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

  • ბუღალტრული გატარებების განხორციელება
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მართვა - ბანკის  ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ნივთების ბალანსის პროგრამაში ასახვა,  ფილიალებს შორის გადაცემის ორგანიზება და ხელმოწერის უზრუნველყოფა
  • ფინანსური ოპერაციების კონტროლი:-ბუღალტრული გატარებების შესაბამისობის შემოწმება, ნაშთების გატარებების შედარება და ბაზაში მონაცემთა სრულყოფა
  • სარემონტო ხარჯთარიცხვების ანალიზი - შესრულებული სამუშაოებისა და გახარჯული მასალის შედარება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი
 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი