საკრედიტო ადმინისტრატორი
ტერაბანკში საკრედიტო ადმინისტრატორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური ან იურიდიული მიმართულებით
- საბანკო სფეროში ამავე პოზიციაზე ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- საბანკო პროგრამებში (B6 და LMS) მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
შენი მოვალეობა იქნება:
- საკრედიტო პროდუქტების პროგრამაში რეგისტრაცია და გაცემა
- საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება
- საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომ შესასრულებელი ქმედების კონტროლი
- საჯარო რეესტრში, შსს მომსახურების სააგენტოში უზრუნველყოფის რეგისტრაცია, სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლება და შესაბამისი წერილის მომზადება
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად, შაბათი-ნახევარი სამუშაო დღე მორიგეობით)
- ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე გათვალისწინებულია წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | საკრედიტო ადმინისტრატორი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 29 აპრილი
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!