შესყიდვების სპეციალისტი
ტერაბანკის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- ხარ კომუნიკაბელური და შეგიძლია გუნდურად მუშაობა
- მოლაპარაკებისას მიზანდასახული ხარ და შეგიძლია პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა
- შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება შესყიდვის მიმართულებით
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ვირსალაძის ქ. 5
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე საოფისე, 2 დღე დისტანციურად)
- ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზ+წლიური ბონუსი: შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
შენი მოვალეობა იქნება:
- შესყიდვის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ან მომახურების მოძიება და შესყიდვა
- ახალი მომწოდებლების მოძიება
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
- შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge
და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | შესყიდვების სპეციალისტი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!