ბუღალტერი
ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის განყოფილებაში ბუღალტერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
- უმაღლესი განათლება - ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით
- ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- შემოსავლების ვებგვერდზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება
- გავლილი საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი
- Microsoft Excell სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი # 3
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
- ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
- ბანკის სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების დროული ასახვა
- საბუღალტრო გატარებების განხორციელება
- საგადახდო დავალებების მომზადება
- დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშწორება
- ფულადი სახსრების და საქვეანგარიშო თანხების აღრიცხვა-ანგარიშსწორება
- სხვადასხვა დარიცხული და საგადასახადო ვალდებულების გადახდა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | ბუღალტერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 05 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!