უნივერსალური ბანკირი

ტერაბანკის თბილისის  ფილიალში  უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • გაქვს კომუნიკაციის და გაყიდვების კარგი უნარი
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

  • ფიზიკური პირების მომსახურება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
  • საკრედიტო და საოპერაციო პორტფელის ზრდა და კონტროლი
  • საკრედიტო და საოპერაციო  საბანკო პროდუქტების გაყიდვა
  • სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • საკრედიტო პორტფელის დაფარვების  მონიტორინგი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი  გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel)

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.N37
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათს 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე)
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უნივერსალური ბანკირი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  03 თებერვალი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03 თებერვალი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი