ლიზინგის საკრედიტო ანალიტიკოსი

ტერა ლიზინგში ლიზინგის საკრედიტო ანალიტიკოსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული
  • შეგიძლია დროის ეფექტურად მართვა, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზირება

საჭირო ცოდნა და გამოცდილება:

პოზიციის მოვალეობა იქნება:

  • ლიზინგის პროექტის დამუშავება/ანალიზი, კომიტეტზე წარდგენა და დაკრედიტება (გაცემა)
  • პორტფელის მართვა

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ლიზინგის საკრედიტო ანალიტიკოსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31  იანვარი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი 2025

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი