ვაჭრობის ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი

კორპორატიული მომსახურების განყოფილების  გუნდში ვეძებთ ახალ წევრს  ვაჭრობის ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს ანალიტიკური უნარი  და დეტალებზე ორიენტირებული ხარ
  • გაქვს ორგანიზაციული უნარ-ჩვევები: დროის ეფექტური მართვის და პროცესების დაგეგმვის უნარი
  • ხარ კომუნიკაბელური და შეგიძლია გუნდურად მუშაობა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი  და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე+წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი  მოვალეობა იქნება:

  • დოკუმენტურ ოპერაციებზე შემოსული განაცხადების განხილვა და საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთაშორისო და ლოკალური დოკუმენტური ოპერაციების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პროცესების დაგეგმვა;
  • სავაჭრო ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების პროდუქტებზე მონიტორინგის წარმოება;
  • დოკუმენტური ოპერაციების ეფექტური წარმოებისთვის საჭირო წესებისა და პროცედურების შემუშავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე career@terabank.ge

  და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ვაჭრობის ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი 2024

შეავსე განაცხადი

დაგვიკავშირდი

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 3 ტერაბანკის სათავო ოფისი
(995 32) 255 00 00 საინფორმაციო ცენტრი
* 50 50 საინფორმაციო ცენტრი მობილურიდან
ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი