სერვის კოორდინატორი

თბილისის  ფილიალში  სერვის კოორდინატორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

შენი  მოვალეობა იქნება:

  • მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
  • რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
  • მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც)
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
  • სამუშაო განრიგი სრული განაკვეთის შემთხვევაში:

               ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ. შაბათს - 10:00 -14:00 სთ.

                 ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე

  • სამუშაო განრიგი ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში:

             ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 14:00 სთ. ან 14:00 – 18:00 სთ.  შაბათს

                (თვეში 2 შაბათი) - 10:00-14:00 სთ.

            ანაზღაურება: დარიცხული 437,50 ლარი და წლიური ბონუსი შეფასების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სერვის კოორდინატორი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  20 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 დეკემბერი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი