პორტფელური საკრედიტო რისკების ანალიზის და რეპორტინგის სპეციალისტი
ტერაბანკში პორტფელური საკრედიტო რისკების ანალიზის და რეპორტინგის სპეციალისტს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
MS office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის, ასევე Power BI-ს მაღალ დონეზე ცოდნა (დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
SQL, R, PYTHON ასევე სტატისტიკური პროგრამების (SPSS, SAS) ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
საბანკოანსაფინანსოსფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და ანალიტიკური აზროვნების უნარი
შენი მოვალეობა იქნება:
საკრედიტო პორტფელის ანალიტიკა და რეგულარული პრეზენტაციების მომზადება POWER BI ფორმატში
IFRS რეზერვირებასთან დაკავშირებულ ამოცანებში მონაწილეობის მიღება
სქორინგის მოდელებისთვის ბაზის შეგროვება, ცვლადების ტესტირება, მონაცემების სიზუსტეზე ზრუნვა, მოდელების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომი მონიტორინგი
სტრეს-ტესტების მომზადებაში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი
გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.geდა სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | პორტფელური ანალიზის და რეპორტინგის სპეციალისტი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით.პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 დეკემბერი 2024