კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსი
ტერაბანკში კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
- უმაღლესი განათლება
- საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ფასიანი ქაღალდების მართვის საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა (სასურველია)
- ინგლისური ენის ცოდნა (გამართული წერა და მეტყველება)
- მონაცემთა შეგროვება და ანალიზის, ფინანსური ინსტრუმენტების ანალიზის და მოდელირების, კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
- ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
შენი მოვალეობა იქნება:
- ფასიანი ქაღალდების ბაზრების პერმანენტული ანალიზი
- დაფინანსების ინსტრუმენტების, მათ შორის ობლიგაციების და მდგრადობასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების შესწავლა და მართვა
- ახალი პროდუქტების, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების დანერგვა
- ფასიანი ქაღალდების ემისიის ან სხვა გარიგების დაგეგმვა და აღსრულების პროცესის კოორდინაცია
- ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან და ბაზრის შესაძლებლობებთან შესაბამისობაში, გრძელვადიანი ფინანსური ტაქტიკების და კაპიტალის განაწილების გეგმების ფორმირება
- კაპიტალის ბაზრების მუდმივი მონიტორინგი, ქვეყნის შესახებ მაკროეკონომიკური კვლევების მონიტორინგი და ტენდენციების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება
- ეფექტიანი კომუნიკაცია ინვესტორებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!