ავტოსესხების კონტროლინგის სპეციალისტი

ტერაბანკის კონტოლინგის განყოფილებაში ავტოსესხების კონტროლინგის სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით)
  • ავტო სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • ანალიტიკური აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

შენი მოვალეობა იქნება:

  • ავტოლომბარდის პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება და ხარისხის შენარჩუნების კონტროლი
  • საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და მონიტორინგისას მიღებული მონაცემების დამუშავება
  • შემოწმებული სტრუქტურული ერთეულის/თანამშრომლის სათანადო შეფასება

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | ავტოსესხების კონტროლინგის სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:   10 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი