მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი

ტერაბანკის თბილისის ფილიალში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკების, გაყიდვების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
  • საბანკო/საფინანსო სფეროში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი  უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი  მოვალეობა იქნება:

  • SME კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო/საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება
  • საკრედიტო ანალიტიკოსთან ერთად სესხის კომიტეტზე წარდგენა
  • პირადი პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა
  • ყოველთვიური გეგმების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე |  tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  03 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03 ნოემბერი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი