გადამზიდავი

ლოჯისტიკის განყოფილების  გუნდში გადამზიდავს  ვეძებთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
  • ხელფასი: 1,100 ლარი

შენი მოვალეობა იქნება:

  • ბანკის საკუთრებაში არსებული ინვენტარის (ავეჯი,  სარემონტო მასალა, ტექნიკა) ავტმანქანაზე დატვირთვა,  ტრანსპორტირება და  დასაწყობება 
  • ბანკის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა, ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭირო სერვისების დროულად ჩატარება

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:

  • მართვის მოწმობა B-C კატეგორია
  • სატვირთო ავტომობილის მართვის 2 წლიანი გამოცდილება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | გადამზიდავი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  25 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი 2024

ისტორია
ისტორია
მისია და ხედვა
მისია და ხედვა
მმართველობა
მმართველობა
მეტი